შპს ,,კავკასუს როუდ პროჯექტ“-ი შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს

შპს ,,კავკასუს როუდ პროჯექტ“-ი ქვეყნაში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად ქ. თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში აგრძელებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. კომპანიის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე შექმნილია სათანადო სანიტარული და უსაფრთხოების პირობები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თბილისის მერის განცხადებები საფუძველს გვაძლევს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ექნება ყოველმხრივი ხელშეწყობა, ხოლო შპს ,,კავკასუს როუდ პროჯექტ“-ი თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხარისხიანად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში შეასრულოს სამუშაოები, ამავდროულად დაიცვას თანამშრომლების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დროულად აუნაზღაუროს მათ კუთვნილი ხელფასები, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე.

banner
წინა სტატიაშიკომპანია ბლექ სი გრუპი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უწყვეტად აგრძელებს
შემდეგი სტატიასამედიცინო ფონდმა „ჰიპოკრატემა“ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართა