კომპანია ბლექ სი გრუპი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უწყვეტად აგრძელებს

ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, რომელიც უკავშირდება კორონავირუსს, ჩვენი კომპანიის მიერ დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები უწყვეტად გრძელდება საქართველოს მაშტაბით. გაგაცნობთ ჩამონათვალს:

☑️თბილისი – სარაჯიშვილის გამზირი №43 საყრდენი კედლის მოწყობა.
☑️სვანეთი – ნეკრა ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს.
☑️ზუგდიდი – ზვიად გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაცია.
☑️ოზურგეთი – ლომთათიძის ქუჩის რეაბილიტაცია.
☑️ქუთაისი – შემოვლით გზის რეაბილიტაცია ლოტი №1 ლოტი №2, ლოტი №4
☑️ხარაგაული – ძირულა – მოლითის კმ 0 + 000 – კმ 24 +620 გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
☑️გურჯაანი – ბაკურციხის შემოვლითი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
☑️ადმ. მნიშვნელობის ყინწვისი – გვერძინეთი – ტყემლოვანის ს. გზის კმ 1 – 16 მონავეთის რეაბილიტაცია.
☑️შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა – გაღმა კოდორი – გულეისკირი – ჯაპანას საავტომობილო გზის კმ 31 + 440 – კმ 32 + 530 მონაკვეთის რეაბილიტაცია.

კომპანია ბლექ სი გრუპი ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, როგორც ქალაქისთვის ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე. ისევე, იმ ათასობით თანამშრომლის კეთილდღეობაზე, რომლებიც დასაქმებულები არიან კომპანიებში.
ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ – მინისტრის და თბილისის მერის განცხადებები და მზად ვართ, ყველა თანამშრომელს დროულად და სრულად ავუნაზღაუროთ კუთვნილ ხელფასი.
საქართველოს მაშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულდება დათქმულ ვადაში.
📌ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩვენი კომპანია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ზედმიწევნით ითვალისწინებს. სამუშაოებზე დაცულია სანიტარული და უსაფრთხოების ზომები. თითოეული თანამშრომელი სრულად არის აღჭურვილი, აქვთ შესაბამისი ეკიპირება და საჭირო ნივთი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო: არ ვაღიარებთ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას
შემდეგი სტატიაშპს ,,კავკასუს როუდ პროჯექტ“-ი შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს