შოთა კინწურაშვილი:ჩემი სოლიდარობა დეკანოზი ილია ჭიღლაძე-ს

ჩემი სოლიდარობა დეკანოზი ილია ჭიღლაძე-ს . დეკანოზი ილია არის სმე-ის სანიმუშო მღვდელმსახური, ძალიან კარგი ისტორიკოსი, თავისი ეკლესიისა და ქვეყნის მოყვარული. სწორედ ეს სიყვარული და ჭეშმარიტი მსახურება საკუთარი ეკლესიისადმი ყოველთვის ხდება მისი მხრიდან სამართლიანი, გაბედული, ჯანსაღი და კრიტიკული პოზიციების საჯაროდ გამოხატვის მიზეზი. მაშინ როცა სინოდის მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ ნამდვილად დასასჯელ სასულიერო პირებს, რომლებიც მაგალითად ეპიდემიის დროს ამბიონიდან ურცხვად ქადაგებდნენ ვირუსის არარსებობაზე, მოგვიანებით კი საყოველთაო ვაქცინაციაზე უამრავ შეთქმულებებსა თუ მითებს აფრქვევდნენ. მათი უგუნური ქმედებებითა კი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდნენ და ისედაც ჩვენს ფრაგმენტირებულ საზოგადოებას უფრო ყოფდნენ, ნაცვლად ამ მძიმე ჟამიანობისას მათი მხრიდან სულიერ-მორალური მხარდაჭერისა. სამწუხაროდ ასეთი სასულიერო პირების რიცხვი საკმაოდ დიდია, ხოლო მამა ილიას მსგავსნი ჩვენი დროის ეკლესიაში მუდმივ უმცირესობაში მყოფობენ.

თეოლოგიის ლიცენციანტი
მიუნხენის უნივერსიტეტის დოქტორანტი
ილიას უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი

შოთა კინწურაშვილი

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, სწორედ ამიტომ ამბობს უარს „ლელო“ პარლამენტში შესვლაზე
შემდეგი სტატიაბექა ჭიჭინაძე: ამიერიდან არ რჩება არანაირი მიზეზი, რომ საპატრიარქოს სულით ხორცამდე გარყვნილებას ბოლოსდაბოლოს სრული საზღაურით არ გაეცეს პასუხი