ბექა ჭიჭინაძე: ამიერიდან არ რჩება არანაირი მიზეზი, რომ საპატრიარქოს სულით ხორცამდე გარყვნილებას ბოლოსდაბოლოს სრული საზღაურით არ გაეცეს პასუხი

საზოგადოების დიდი ნაწილი საპატრიარქოსთან მიმართებაში ზომიერებას, ან დუმილს ამჯობინებდა სწორედ იმის გამო, რომ მამა ილიას მსგავსი ადამიანების სახით წარმოიდგენდა ჩვენს ეკლესიას, მაგრამ ამიერიდან არ რჩება არანაირი მიზეზი, რომ საპატრიარქოს სულით ხორცამდე გარყვნილებას ბოლოსდაბოლოს სრული საზღაურით არ გაეცეს პასუხი.
ზიზღით შემოგხედავთ ყველა ახალგაზრდა, არცერთი ნათელი გონება და სუფთა გული თქვენს დამონებულ კრებულში აღარ დარჩება. თქვენზე უარს იტყვის განათლებული ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი და ვერ იქნება სასჯელი, ამაზე მტკივნეული.
დარჩებით მხოლოდ საკულტო ცერემონმაისტერებად, ყველასგან საცინად აგდებულები.
გაზრდილი სამოქალაქო საზოგადოება გადალახავს თქვენი ჯიპების დაბურულ მინებს და მოგწვდებათ კომფორტის ზონაში, იქ, სადაც დაუმსახურებელი ქების სმენით განსცხრებოდით, ამიერიდან მტანჯველი მხილების ხმა აგაწრიალებთ.
ისე, როგორც რუის-ურბნისის კრებამდელ მღვდელმთავრებზეა ნათქვამი: ,,ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებათა აწურთიდეს მათ ქუეშე მყოფთა ყოველთა”, მართლაც, თქვენი ზნეობრივი იდეალი თავად გაამჟღავნეთ რელიეფურად, როცა მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ზნედაცემული ადამიანი – იაკობ იაკობიშვილი ზნეობრივი კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეთ !

წაგასწარებთ ყველა დანაშაულზე და არსად დაგრჩებათ გასაქცევი, წინ სახარება და სჯულისკანონი, უკან სისხლის სამართალი და კონსტიტუცია მოგიჭრით გზას-წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიშოთა კინწურაშვილი:ჩემი სოლიდარობა დეკანოზი ილია ჭიღლაძე-ს
შემდეგი სტატიაბეჯან ჯავახია: ვერ დავუშვებ და მგონია სამყარო შეიშალა, თუ მას რაიმე დაბრკოლებებს შეუქმნის