შოთა არველაძე: მოხარული ვიქნები რუსეთში მუშაობით…

რუსული მედიის ცნობით, თურქული ,,ტრაბზონსფორიდან,, ცოტა ხნის წინ განთავისუფლებული ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე რუსეთის საფეხბურთო კლუბში სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას გეგმავს…

გავრცელებული ინფორმაციით, არველაძემ უარი თქვა აზერბაიჯანული კლუბის, ბაქოს ,,ნეფტჩი,,-ს წინადადებაზე, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო… ,,მე მაქვს გაცილებით უკეთესი შემოთავაზებები ჰოლანდიიდან და ჩინეთიდან… მაგრამ უფრო ვემხრობი, რომ რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდში ვიმუშაო… ჯერჯერობით ვერ დავასახელებ ამ კლუბს, რადგან ვაწარმოებ მოლაპარაკებას ამ კლუბის ხელმძღვანელობასთან. მოხარული ვიქნები რუსეთში მუშაობით,, აცხადებს 42 წლის ქართველი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ სულ ნახევარი წელი იმუშავა ბოლო კლუბში, თურქულ ,,ტრაბზონსფორში,, და ერთი თვის უკან, გუნდის წარუმატებელი თამაშების სერიის გამო, თურქეთის ჩემპიონატში, დატოვა კლუბი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიდაღესტანში მალე დასრულდება გზის მშენებლობა, რომელიც საქართველომდეც მივა
შემდეგი სტატიაvideo-France 24-ის ჟურნალისტებმა ფარული კამერით ჩაიწერეს რუსი სამხედროები სირიაში