დაღესტანში მალე დასრულდება გზის მშენებლობა, რომელიც საქართველომდეც მივა

დაღესტანში დასასრულს უახლოვდება ღუნიბის გზატკეცილის  და ვენტლიაშევსკის უღელტეხილის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის გზის მშენებლობა. მუშები დეკემბრის შუა რიცხვებისთვის აპირებენ მშენებლობის დამთავრებას.  ეს მონაკვეთი მახაჩკალას შეართებს რესპუბლიკის ოთხ მუნიციპალურ დანაყოფთან. უფრო შორეულ პერსპექტივაში კი დაღესტნის დედაქალაქს საქართველოს დედაქალაქ თბილისთან.  მშენებლობის უფროსის ჰაჯიმურად ჰაიდარბეკოვის განცხადებით, აქ არასოდეს ყოფილა ასფალტი დაგებული, ხოლო გზის სიფართე 3-4 მეტრია და  კლდოვან ადგილებშია გაყვანილი. სამუშაოები ტარდებოდა მძიმე პირობებში, ხშირი იყო მეწყერები. მუშები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.  შემდეგ ეტაპზე გზა უნდა გაიყვანონ ბეჟთინის მონაკვეთამდე და თლიარათინსკის რაიონამდე, რომელსაც სამი წელი დასჭირდება.  „ საქართველომდე სულ 22 კმ რჩება, ეს უკვე იქნება მარშრუტი მახაჩკალა-თბილისი, მაგრამ ეს მომავლის საქმეა, და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“ -განაცხადა ზაჰიდ ხუჩბაროვმა.  ახალი გზა გაუადვილებს ადგილობრივებს ხილ-ბოსტნეულის, ასევე რძის პროდუქტების გატანას. ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად შეხვდა გზის მშენებლობას, ზოგი თავისი ძალებითაც ეხმარებოდა მშენებლებს. თუ უწინ 4-5 საათი სჭირდებოდა მახაჩკალამდე ჩასვლას, ეხლა  დრო თითქმის განახევრდა და 2 საათში უკვე დედაქალაქში იქნები.  დაღესტანში დასასრულს უახლოვდება ღუნიბის გზატკეცილის და ვენტლიაშევსკის უღელტეხილის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის გზის მშენებლობა. მუშები დეკემბრის შუა რიცხვებისთვის აპირებენ მშენებლობის დამთავრებას.
ეს მონაკვეთი მახაჩკალას შეართებს რესპუბლიკის ოთხ მუნიციპალურ დანაყოფთან. უფრო შორეულ პერსპექტივაში კი დაღესტნის დედაქალაქს საქართველოს დედაქალაქ თბილისთან.
მშენებლობის უფროსის ჰაჯიმურად ჰაიდარბეკოვის განცხადებით, აქ არასოდეს ყოფილა ასფალტი დაგებული, ხოლო გზის სიფართე 3-4 მეტრია და კლდოვან ადგილებშია გაყვანილი. სამუშაოები ტარდებოდა მძიმე პირობებში, ხშირი იყო მეწყერები. მუშები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
შემდეგ ეტაპზე გზა უნდა გაიყვანონ ბეჟთინის მონაკვეთამდე და თლიარათინსკის რაიონამდე, რომელსაც სამი წელი დასჭირდება.
„ საქართველომდე სულ 22 კმ რჩება, ეს უკვე იქნება მარშრუტი მახაჩკალა-თბილისი, მაგრამ ეს მომავლის საქმეა, და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“ -განაცხადა ზაჰიდ ხუჩბაროვმა.
ახალი გზა გაუადვილებს ადგილობრივებს ხილ-ბოსტნეულის, ასევე რძის პროდუქტების გატანას. ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად შეხვდა გზის მშენებლობას, ზოგი თავისი ძალებითაც ეხმარებოდა მშენებლებს. თუ უწინ 4-5 საათი სჭირდებოდა მახაჩკალამდე ჩასვლას, ეხლა დრო თითქმის განახევრდა და 2 საათში უკვე დედაქალაქში იქნები.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ერთ-ერთია ვინც პატიმრების შეწყალებაზე „ფული გააკეთა“
შემდეგი სტატიაშოთა არველაძე: მოხარული ვიქნები რუსეთში მუშაობით…