შორენა მარსაგიშვილი: კრიმინალი იმაზე მეტად არ ყვავის ვიდრე წინა მინისტრების დროს

ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მარსაგიშვილი წერს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ძალიან აგონებს ირაკლი ალასანიას ისტორიას.
„გახარიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ძალიან მაგონებს ირაკლი ალასანიას ისტორიას. ისტერიკა რომ იყო, სამხედროები ჯარში საჭმელით იწამლებიანო. დიარეას არცერთი ფაქტი არ რჩებოდა რეაგირების გარეშე. იგივე ვითარებაა გახარიასთან დაკავშირებით, კრიმინალი კი ყვავის, მაგრამ იმაზე მეტად არა ვოდრე წინა მინისტრობისას ყვაოდა. პ.ს. რატომ გამორიცხავთ რომ ეს კრიმინალი ხელისუფლების რომელიმე შტოს მიერ არ არის წახალისებული. რვა სულ ქურდს კარგად იცნობს ერთი პერსონა, რომელიც ღარიბაშვილს და ალასანიასაც კარგად აშავებდა თავის დროზე“, – წერს შორენა მარსაგიშვილი.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროს ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: მაინცადამაინც იუბილეა საჭირო, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელი უკვდავყო და პატივი მიაგო?