ზვიად კვაჭანტირაძე: მაინცადამაინც იუბილეა საჭირო, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელი უკვდავყო და პატივი მიაგო?

1991 წლის 31 მარტს

“ცხონებული ზვიადი ამდენი წელია უკვე გარდაცვლილია და არც ხიბულას უცვლია ადგილი მას მერე…. მაინცადამაინც იუბილეა საჭირო, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელი უკვდავყო და პატივი მიაგო?”-აცხადებს პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ,  რომ სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ყოფნის დროს გახდა ცნობილი. მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია.სოფელში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოხდება გაზითა და წყლით უზრუნველყოფა. ამის გარდა, როგორც მთავარი, ისე შიდა გზების რეაბილიტაციას, რასაც ამ ეტაპზე ვერ წვდება სახელმწიფო, ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ადგილობრივებს ბიძინა ივანიშვილი ახალი საბავშვო ბაღის აშენებასაც დაჰპირდა. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს მისცა.

„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, – ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს და  ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ივანიშვილის ჩასვლას ცოტნე და კოკო გამსახურდიების საგანგებო განცხადება მოჰყვა

“ქართული ოცნება უკვე 7 წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით, და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა.

რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ჩვენს აქტივობაზე დამოკიდებული? ის მცირე შედეგიც კი, რაც შექმნილია ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი “მუჯლუგუნების” შედეგია! უამრავი დეტალის ჩამოთვლა შემიძლია, როდესაც პროკურატურა ან ჯიუტად არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ქმედებებს, ან ატარებს შესაშური არაკვალიფიციურობით!

სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროს ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა,ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს”

რას ამბობდა 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიაზე:

“რეალურად თუ გავაანალიზებთ, ერთადერთმა პარტიამ აჩვენა, რომ შეუძლია ხალხს ემსახუროს, სამშობლო უყვარდეს, სახელმწიფოს მართვა იცოდეს” – აცხადებს ივანიშვილი. მან საქართველოს პირველი პრეზიდენტიც გაიხსენა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მართვას ცოდნდა უნდა:”შეიძლება, ძალიან გულანთებული იყო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. ასე არ არის, რომ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს. ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა.როგორც იქნა, ჩვენ ეს მოვახერხეთ. 25 წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა ეს. როგორც არ უნდა ჩამომართვათ ჩემი როლი. რეალურად თუ გავაანალიზებთ, ერთადერთმა პარტიამ აჩვენა, რომ შეუძლია ხალხს ემსახუროს, სამშობლო უყვარდეს, სახელმწიფოს მართვა იცოდეს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს, განავითაროს. ეს არის ის საოცრება, რაც რეგიონში ხდება, საოცრად დაბალანსებულია”- განაცხადა ივანიშვილმა.

 

https://youtu.be/_4W073gL93k

banner
წინა სტატიაშიშორენა მარსაგიშვილი: კრიმინალი იმაზე მეტად არ ყვავის ვიდრე წინა მინისტრების დროს
შემდეგი სტატიაზვიად გამსახურდიას დღევანდელი ხელისუფლებაც გარკვეული ეჭვიანობით აღიქვამს და მისი მკვლელობის საქმის გამოძიებაც ასე მიმდინარეობს