შმიგალი – მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან – იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს

მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინსიტრი დენის შმიგალი “ტვიტერზე” წერს.

“უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!”, – აღნიშნავს შმიგალი.

ის საქართველოს საკითხზე კიდევ ერთ “ტვიტს” აქვეყნებს და ქართველ ხალხს მიმართავს.

“თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!”, – აღნიშნავს შმიგალი ქართულ ენაზე დაწერილ “ტვიტში”.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – რუსული აგრესია ყველასთვის მღელვარების საგანია – უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია, მხარდაჭერა უნდა გავრცელდეს საქართველოსა და მოლდოვაზე​
შემდეგი სტატიაჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს