ზურაბიშვილი – რუსული აგრესია ყველასთვის მღელვარების საგანია – უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია, მხარდაჭერა უნდა გავრცელდეს საქართველოსა და მოლდოვაზე​

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს ესაუბრა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის აგრესია ყველასთვის მღელვარების საგანია.

ამასთან საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპული ერთობა „უნდა გავრცელდეს საქართველოსა და მოლდოვაზე“

„პირდაპირი და გულთბილი საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან. რუსული აგრესია ჩვენთვის ყველასთვის მღელვარების საგანია.

უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია. ეს მხარდაჭერა უნდა გავრცელდეს საქართველოსა და მოლდოვაზე”, – წერს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში11 გარდაცვლილი ხარკოვში – 5 დღის მონაცემებით, უკრაინაში 352 ადამიანია დაღუპული და 2040 დაშავებული
შემდეგი სტატიაშმიგალი – მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან – იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს