შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის სამმართველოში 10 ივნისს დაიწყო ადმინისტრაციული
სამართალწარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

ამ ეტაპზე დგინდება, რომ 9 ივნისს, თბილისში, ჯამბულის ქუჩაზე მდებარე N14
საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 1986 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ
დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით
მიმართავდა მოქალაქეებს.

ამ ეტაპზე, პოლიციის მიერ აღნიშნული ფაქტის შესწავლით, არ დგინდება სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

მიმდინარეობს ინციდენტის შემსწრე პირთა გამოკითხვები.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ფორმალურ ხასიათს ატარებს – სალაძე
შემდეგი სტატია​ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლები გამოკითხეს