სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ფორმალურ ხასიათს ატარებს – სალაძე

ამ ფორმით კონკურსის ჩატარება ატარებს ფორმალურ ხასიათს – აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების შეფასებისასთან დაკავშირებით. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, რომელიც სპეციალური შესარჩევი კომისიის წევრი იყო, ამბობს, რომ კონკურსი გარკვეული დებულებების დარღვევებით წარიმართა.

სალაძის თქმით, იგი გეგმავს კომიტეტის წევრებს იმ დარღვევების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რომლითაც კონკურსი ჩატარდა.

“მე, როგორც კომისიის წევრმა, თავის დროზე საია-ს სახელით გავავრცელე განცხადება, რომ კომისიის მუშაობის დროს სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადგილი ჰქონდა მოტივაციის წესის დარღვევას, რომლის მიხედვითაც კონკურსი უნდა ჩატარებულიყო თავიდან. მე დღეს ვისაუბრებ ამ საკითხზე და კომიტეტის წევრებს მივაწვდი ინფორმაციას. თავისთავად ის გარემოება, რომ სამოტივაციო წერილებიდან მხოლოდ ერთი წერილი იყო წარმოდგენილი, რომელიც შეესაბამებოდა დებულების მოთხოვნებს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო ხელახალი კონკურსის ჩატარება, რომლიდანაც პრემიერისთვის ორი კანდიდატი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მე ვფიქრობ, რომ ამ ფორმით კონკურსის ჩატარება ატარებს ფორმალურ ხასიათს. აქ არ ვსაუბრობ, რომ რომელიმე კანდიდატი კარგია ან ცუდი, არ შევდივარ ამ ნაწილში. პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამ ნაწილზე. მე ვამბობ იმას, რომ თუ გავყვებით კომისიის დებულებას, წესით და რიგით უნდა ჩატარებულიყო ახალი კონკურსი. მთავარი პრობლემა, რაც დებულებას უკავშირდება, არის ის, რომ დებულებაში ნათლად და მკაფიოდ წერია, სამოტივაციო წერილი რა ფორმით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რა საკითხები უნდა ყოფილიყო დებულების თანახმად სამოტივაციო წერილში ასახული,” – განაცხადა სალაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების განხილვას იწყებს. ვალერი ლომუაშვილსა და ლონდა თოლორაიას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოუსმენენ.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : ნამდვილად ვერ მოვიპოვეთ საზოგადოების საკმარისი ნდობა, მაგრამ სხვა არჩევნებისთვის უკეთესად მოვემზადებით
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით