დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს შეუჩერდათ უფლებამოსილება

თბილისის “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ
მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I
განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს,
მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.

საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე
გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან
პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძე ერთხმად აირჩიეს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ
შემდეგი სტატიასოფო კილაძემ გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი და ზურა ბუდაღაშვილი მოინახულა