შინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის
ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი
მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ
არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს
საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ,
ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში
დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მ.შ. წალკაში, ნ. ბ. კი რუსთავში დააკავეს.
მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში,
ნ.ბ.-ს კი – ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ნინო გოგუაძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირინა ფრუიძის, ზაზა ხუციშვილის განცხადება
შემდეგი სტატიამდინარაძე ჟურნალისტებს: დამისახელეთ ქვეყანა, სადაც სხდომიდან პირდაპირ ეთერში ერთვებიან