მდინარაძე ჟურნალისტებს: დამისახელეთ ქვეყანა, სადაც სხდომიდან პირდაპირ ეთერში ერთვებიან

“მინდა გთხოვოთ, დამისახელოთ ერთი ქვეყანა, სადაც პირდაპირ ეთერში ერთვებიან კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტები”, – მიმართა ჟურნალისტებს უმრავლეოსბის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მას შემდეგ, რაც მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტის გამო “უმრავლესობის სახელით” მოუბოდიშა.

“მინდა ჟურნალისტებს უმრავლესობის სახელით ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ, ძალიან არ მომეწონა ის ფორმა, რომელი ფორმითაც ერთერთი ჟურნალისტი [ტაბულას ჟურნალისტი] გაიყვანეს იურისიული კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან, ამისთვის ბოდიში”, – თქვა მდინარაძემ.

უფრო კონკრეტულად კი, პარლამენტის მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს, თიკო ერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა, ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ კი მას ამის საშუალება არ მისცეს.

ეკა ბესელიამ თავმჯდომარეს უთხრა, რომ ვერ გააგრძელებს სხდომას და ვერ ჩაატარებს კენჭისყრას, თუ მას სიტყვის საშუალებას არ მისცემდა. ოხანაშვილმა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატია“გაბედეს” წევრებმა პარლამენტის წინ ნაძვის ხე მიიტანეს და მასზე მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები დაკიდეს