შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებომოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული გ.ზ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით -1988 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ზ.-მ, რომელიც თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, ამავე ქუჩაზემცხოვრებ 1993 წელს დაბადებულ გ.ს.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ბ.ბ., რომელმაც მომხდარისშესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა.”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა დაკავების მიზნით.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერია დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელ ხიდს მოაწყობს
შემდეგი სტატიადეკანოიძე: თუ გავიმარჯვებთ სრულიად ლოგიკურია სააკაშვილის პრემიერად დასახელება