დეკანოიძე: თუ გავიმარჯვებთ სრულიად ლოგიკურია სააკაშვილის პრემიერად დასახელება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში სრულიად ლოგიკურია მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრად დასახელება.

“ნებისმიერი პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მათ შორის მძლავრი პარტია ისეთი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა, ამ პარტიისა და ყველა პარტიის სურვილი, მისწრაფება და რწმენა არის გამარჯვება და ჩვენი რწმენა ასეთია.

ამიტომ ასეთ პარტიას, რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლება, როგორ ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას და როგორ წარმოგვიდგენია ამ ბრძოლაში შესვლა, ამიტომ, სრულიად ლოგიკურია და ამაში ვერავინ ვერ შემოგვედავება, არც ერთი არგუმენტი არ ექნება ჩვენს საწინააღმდეგოდ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს დასახელებული როგორც საქართველოს პრემიერმინისტრი ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში.” – უპასუხა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიაოკუპირებული „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ ნაჩუქარ ხატს უკან აბრუნებს