ქართველმა პატრულ-ინსპექტორებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი გაიარეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის
უსაფრთხოების სასწავლო ცენტრში ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის
მართვის ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდათ.
სწავლება აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან
ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით განხორციელდა.
კურსი პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო
სამართალდამცველებისთვის უსაფრთხო და ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომობილის
მართვის და ტრენერული უნარ-ჩვევების გაძლიერება.
ტრენინგის დახურვას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში, თეიმურაზ კუპატაძემ შეხვედრები გამართა ჯორჯიის შტატის
გუბერნატორთან, ქალაქ კოლუმბუსის სამართალდამცავი უწყების
წარმომადგენლებთან და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტრენინგების
ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი