შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

სენაკში, გვიან ღამით  მომხდარ ინციდენტზე  გამოძიება 158-ე მუხლის პირველი ნაწილით(კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა) და 178-ე მუხლით (ძარცვა) დაიწყო. ამის შესახებ “თაიმერს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ სენაკში სუს-ის თანამშრომელი მურად ჭანტურია ფარულ გადაღებას ოპოზიციის შტაბის წინ მდებარე სახლიდან აწარმოებდა. სენაკის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წევრებმა ვიდეოკამერა შეამჩნიეს და პირდაპირ “შეიჭრნენ” იმ სახლში, საიდანაც მიმდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გადაღება.
სუს-ის თანამშრომელმა მოასწრო მეხსიერების ბარათის ვიდეოკამერიდან ამოღება და რამდენიმე საათის განმავლობაში, პირის ღრუში ჰქონდა დამალული.
სენაკში ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მართავდნენ.

banner
წინა სტატიაშიჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაყველანაირად დავეხმარები სამართლიანობის მიღწევაში ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს