ყველანაირად დავეხმარები სამართლიანობის მიღწევაში ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს

ყველანაირად დავეხმარები სამართლიანობის მიღწევაში ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს,- ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

ზოდელავა პარლამენტის შენობასთან, აქციაზე იმყოფება.

„მე ვდგავარ ჩვეულებრივი ადამიანების გვერდით, ადამიანების, როლებსაც უნდათ, რომ შვილმკვდარმა მამებმა მიაღწიონ სიმართლეს. ყოფილი ჩინოვნიკი იქნება თუ მოქმედი, არჩევანი არის ასეთი – ხარ იქ, სადაც არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები ან იქ, სადაც არის ქართული ელიტა. მოვითხოვ სამართლიანობის აღდგენას, ყველანაირად დავეხმარები სამართლიანობის მიღწევაში ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს“,- განაცხადა ზოდელავამ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერების ორგანიზებით აქცია იმართება. ოპოზიციური პარტიების წევრები ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს