შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოში ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შემოტანის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მ.დ.
დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად დადგინდა, რომ მ.დ.-მ, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, საქართველოში
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი უკანონოდ შემოიტანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული აჭარაში დააკავეს. დაკავებულის პირადი
ჩხრეკისას ამოღებულია: 105 აბი “სუბოქსინი” და ნარკოტიკული საშუალება
“ჰეროინი”.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიფოტოს გადაღებისას cheese-ის მაგივრად thursday უნდა თქვათ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა