ფოტოს გადაღებისას cheese-ის მაგივრად thursday უნდა თქვათ

ბრიტანელმა ფოტოგრაფებმა და სტილისტებმა რამდენიმე წესი ჩამოაყალიბეს იმისათვის, რომ ფოტოზე უფრო მომხიბვლელად გამოვიყურებოდეთ. ფოტოგრაფ ჯერანს დორეს თქმით, აუცილებელია კამერასთან ჩვენი საუკეთესო მხარით დავდგეთ, რაც, 2012 წლის ამერიკელი მეცნიერების კვლევებით, ყოველთვის მარცხენა მხარეა.
ჯგუფურ ფოტოზე სასურველია ობიექტივიდან შორს დადგეთ, რომ შუქი თანაბრად გადანაწილდეს. გარდა ამისა, თუკი მანამდე ფოტოს გადაღებისას ფოტოგრაფები გვთავაზობდნენ გვეთქვათ cheese, ახლა სხვა სიტყვის წარმოთქმას გთავაზობენ – thursday. სტილისტები ამბობენ, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას ტუჩი ოდნაც იხსნება და სახე მშვიდ გამომეტყველებას იღებს. ზუსტად ამ სიტყვას ამბობს ბევრი ბრიტანელი ტოპ-მოდელი.
ყველაზე წარმატებული ბუნებრივ ღიმილს სიცილის იმიტაციას მიიღებთ, სელფისთვის ყველაზე მომგებიანი რაკურსი კი მეღლითა ხედია. თუკი ფოტოგრაფი გიღებთ, მაშინ, დაბლიდან მაღლა ხედი.
ამავე დროს, ამობურცულ ტუჩებზე არაფერს ამბობენ ფოტოგრაფები და სტილისტები, რომელიც დღემდე მოდაშია საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიიზოლაციაში მყოფი იემენი და ჰუმანიტარული კატასტროფა (ფოტო)
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა