შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.დ. ქურდობის ბრალდებით დააკავა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში
დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1993 წელს დაბადებულ თ.თ.-ს
ლომბარდში მართვის უფლებით დაგირავებული, მისივე კუთვნილი მსუბუქი
ავტომანქანა გადაფორმების გარეშე, შეძენის და ლომბარდიდან გამოსყიდვის
პირობით გამოართვა.

მას შემდეგ, რაც განსაზღვრულ დროს ლომბარდში თანხის
გადახდა არ დაფიქსირდა, თ.თ. დაუკავშირდა გ.დ.-ს, რომელმაც განუმარტა, რომ ვტომანქანის შეძენა აღარ სურდა და რამდენიმე დღის შემდეგ დაუბრუნებდა,
რადგან იგი შეკეთებას საჭიროებდა. თ.თ.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ გ.დ.-მ აღნიშნული ავტომანქანა ნაწილებად დაშალა და რამდენიმე მათგანი გაყიდა.

სამართალდამცველებმა მანქანის მოპარული ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს [ვიდეო]
შემდეგი სტატია,,ეკლესია უნდა გაიწმინდოს რუსული გავლენისაგან…ნუ იყენებს ხელისუფლება ეკლესიას სათავისოდ”-რომან გოცირიძე