,,ეკლესია უნდა გაიწმინდოს რუსული გავლენისაგან…ნუ იყენებს ხელისუფლება ეკლესიას სათავისოდ”-რომან გოცირიძე

,,გაერთიანებული ოპოზიციის” წევრი რომან გოცირიძე, ფიქრობს,რომ ეკლესია რუსული გავლენისგან უნდა გაიწმინდოს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს. გოცირის თქმით, ხელისუფლება ეკლესიას სათავისოდ იყენებს
“თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ეკლესია უნდა გაიწმინდოს რუსული გავლენისაგან. ეს უნდა გააკეთოს ხალხმა.
უნდა ესმოდეს საპატრიარქოს, რომ ხალხი არის მათი მრევლი და უნდა ესმოდეს პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომ ხალხი არის მათი ამომრჩეველი. ნუ იყენებს ხელისუფლება ეკლესიას სათავისოდ. ნუ ცდილობენ პარტიები ამაში შეეჯიბრონ ხელისუფლებას. არ ეყოფათ ფული.”-წერს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა