შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 8, 2018 12:56

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და მებაჟე
ოფიცრებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის
დარბაზში ირანის ორი მოქალაქე: 1996 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1989 წელს
დაბადებული შ.ქ. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ
შემოტანაში ედებათ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ორივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 40 აბი
“მეტადონი” და ნარკოტიკული საშუალება “კოდეინის” შემცველი 350 აბი ამოიღეს,
რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე
მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით,
ასევე, 262-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 8, 2018 12:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,860
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics