შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქე შ.გ.-ს გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე შ.გ.-ს დედის განცხადების საფუძველზე, სადაც განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ მისი შვილი მიმდინარე წლის 20 დეკემბერს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს”-განუცხადეს “თაიმერს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

რაც შეეხება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულისკარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ წითელი ფერის მსუბუქ ავტომობილს, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაირკვა, რომ აღნიშნული ავტომობილი აღრიცხულია სხვა პირზე, რომელმაც რეგისტრაციის გარეშე მიჰყიდა და ავტომობილით სარგებლობდა შ.გ. მოქალაქე შ.გ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები”-განუმარტეს “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინსტროს პრესსამსახურში.

 

 

banner
წინა სტატიაში“პოლიტპატიმრებისა და საარჩევნო ადმინისტრირების საკითხები დღის წესრიგიდან არ გამქრალა”
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2704 ლარი გახდა