“პოლიტპატიმრებისა და საარჩევნო ადმინისტრირების საკითხები დღის წესრიგიდან არ გამქრალა”

ჩვენ მოთხოვნებზე როდესაც ვსაუბრობდით, გვქონდა სამი ძირითადი მოთხოვნა: პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ახალი რიგგარეშე არჩევნები ან ნებისმიერი იარაღი, ინსტრუმენტი, რომელიც მიგვიყვანდა ჩვენ იმ გზამდე, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრებისა და საარჩევნო ადმინისტრირების საკითხები დღის წესრიგიდან არ გამქრალა.

ერთ-ერთი ჩვენი წარდგენილი მოთხოვნა ასეთ იარაღად დასახელებისას იყო პლებისციტი. თუ ასეთი კონსენსუსი გამოიძებნება, იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ის ორი საკითხი, რომელიც პოლიტპატიმრებს და საარჩევნო ადმინისტრირების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესს ეხება, ეს არ გამქრალა დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ნებისმიერი ფორმატი, სადაც ჩართული არ არის თავისუფალი სამყარო აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის სახით, სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის და არ შედის საქართველოს ინტერესებში
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქე შ.გ.-ს გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო