შინაგან საქმეთა სამინისტრო სამსონ ქუთათელაძის მკველობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

რუსთავში, ე.წ. „სტამბოლის ბაზრობის“ დირექტორის, 1964 წელს დაბადებული
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა
სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ ხორციელდება ინტენსიური
საგამოძიებო მოქმედებები. ამის შესახებ ,,თაიმერს”  სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებისას დაკავებულ გ.ჭ.-ს, რომლის სახლის
ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა-ვაზნები ამოიღეს, პოლიციამ
სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე, გ.ჭ.-ს ბრალი
არ წარედგინა და მან უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე შესაბამის ღონისძიებებს მტკიცებულებების
შეგროვებისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის.

banner
წინა სტატიაშიშსს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (+ვიდეო)
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა