იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის მინისტრის მოწვევით ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. ღონისძიებას საბჭოს თავმჯდომარე,იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ შს მინისტრიგიორგი გახარია; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე;აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მათ შორის, საპარლამენტოუმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მთავარი პროკურატურის, საქართველოშიაკრედიტებული საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისწარმომადგენლები, ექსპერტები. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა იუსტიციის მინისტრმა თეაწულუკიანმა გახსნა. მინისტრის განცხადებით, საბჭო მსჯელობს სახელმწიფოს ახალ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც უნდა შეიქმნას ყველა შესაბამისი უწყების და ინსტიტუტის ჩართულობით, რათა ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს კომპლექსურად გააზრებული, სრულფასოვანი და დაბალანსებული სტრატეგია; ნარკოპოლიტიკა, რომელიც არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მაქსიმალურად იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს.

„ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკის ამოცანაა, ერთი მხრივ, შემცირდესნარკოტიკებით მიყენებული ზიანი, მოხდეს ნარკოტიკების პრობლემური მოხმარებისპრევენცია, დაინერგოს შესაბამისი სერვისები და სხვა, მეორე მხრივ კი, მაქსიმალურადეფექტიანი პოლიტიკა განხორციელდეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა დაგავრცელების წინააღმდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცვლილებებისთვისაუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი წინაპირობები. 2013 წლიდან უწყებათაშორისი საბჭო ყველაფერს აკეთებდა ნარკოტიკებთანმიმართებით პოზიტიური ცვლილებებისათვის. შეგახსენებთ იმ ფაქტს, რომ აქამდეარსებობდა ერთგვარი სტანდარტი ჯანდაცვის სფეროში, რომლის თანახმადაც,ნარკომომხმარებელი ადამიანის ზედოზირების შემთხვევაში ექიმი ვალდებული იყო,პაციენტთან მისვლამდე პოლიცია ჩაერთო საქმეში. ჩვენი საბჭოს მონაწილეობით დაბატონი დავით სერგეენკოს უშუალო გადაწყვეტილებით, გაუქმდა აღნიშნული ბრძანება.ამის გარდა, ჩვენი საბჭო შექმნის დღიდან ცდილობდა, ნარკოპოლიტიკისმიმართულებით შეექმნა სადისკუსიო სივრცე, რომელიც როგორც საკანონმდებლო დააღმასრულებელი ხელისუფლების, ისე ექსპერტების ჩართულობას უზრუნველყოფდა.დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოს არცერთი წევრი ძალისხმევას არ დაიშურებს ახალიგამოწვევების დასაძლევად.ყველას უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით. ჩვენ აუცილებლადგვჭირდება ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან მუშაობა. აქ უნდა იყოს ჩართულიყველა შესაბამისი უწყება, განსაკუთრებით კი, განათლების სამინისტრო, რათაახალგაზრდებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ნარკოტიკის მოხმარებისგან გამოწვეულირისკების შესახებ. ჩვენ სამეცნიერო არგუმენტებით უნდა შევქმნათ უარყოფითი განწყობანარკოტიკების მიმართ და, ამასთან, პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
როდესაც ვლაპარაკობთ წინაპირობებზე, იგულისხმება სარეაბილიტაციო ცენტრები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც დღეს საკმარისი არ არის. ამ ყველაფერის გარეშე, რათქმა უნდა, ძნელი იქნება საუბარი დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკაზე. ამიტომ ჩვენ ვიკრიბებით საბჭოს ფარგლებში, რათა შესაბამისი ხედვები, ქმედითი სტრატეგია შევიმუშაოთ; რომ ყველა ცვლილება, რომლებიც შევა ძალაში, სათანადოდ იქნეს მომზადებული როგორც საკანონმდებლო, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. საკუთარი ხედვების წარმოსადგენად ყველა უწყებას მიეცა რამდენიმედღიანი ვადა, რათა საბჭოს მომავალ სხდომაზე უკვე კონკრეტული საკითხების შეჯერების ეტაპზე გადავიდეთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხებზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებები შსმინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ,  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ წარადგინეს. სხდომის ბოლოს გამართულ დისკუსიაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარ პოზიციებზე ისაუბრეს. დასასრულ, კომისიის თავმჯდომარემ კომისიას ორი კვირის ვადაში − კომისიის ყველა წევრის უკვე შეჯერებული პოზიციების ასახვა, ჯანდაცვის, განათლებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს კი, მათი სფეროების მიხედვით დღეს არსებული  ვითარების ანალიზის წარდგენა სთხოვა და მომდევნო სხდომა 4 კვირის თავზე დანიშნა.

„მომდევნო სხდომისთვის ჩვენ, ყველას, ზუსტად გვეცოდინება, ვის რა პოზიციები გვაქვს,ვინ რას ვეთანხმებით და რას არა, ასევე, რისი რესურსი აქვს სახელმწიფოს. ისსაკითხები, რაზეც ყველანი ვთანხმდებით, უნდა დავძრათ, და ეს იქნება მომდევნო სხდომის კონკრეტული შედეგი; რაზეც არ გვაქვს კონსენსუსი, იმ საკითხებზე მსჯელობას და პოზიციების შეჯერებას გავაგრძელებთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით იუსტიციის მინისტრს შს მინისტრმა გასულ კვირას მიმართა და თქვა, რომ „ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელია სერიოზული პროგრესის მიღწევა“. თეა წულუკიანი ანტიგუაში ვიზიტის ფარგლებში გამოეხმაურა გიორგი გახარიას. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „მოხარული იქნებოდა, თუკი ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ მსჯელობა კვლავ დაუბრუნდებოდა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატს“.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, აგრეთვე, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომას საქართველოში დაბრუნებისთანავე უახლოეს დღეებში მოიწვევდა. ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო უწყებათაშორისი ორგანოა, რომლის მიზანი ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაა. საკოორდინაციო საბჭო განსაზღვრავს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, შეიმუშავებს ქვეყნის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დამონიტორინგს უწევს მის განხორციელებას

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო სამსონ ქუთათელაძის მკველობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბაღდათის მუნიციპალიტეტში მძღოლები გაიფიცნენ