შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

” შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ
მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.

ამასთან, აღსანიშნავია,რომ კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების
ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს
კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს,
დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილმა გადააგდო ხალხი”-უგულავა
შემდეგი სტატიაეგ ჩემი საქმეა, ვის ვაჩვენე შუა თითი – კახა კალაძე