ეგ ჩემი საქმეა, ვის ვაჩვენე შუა თითი – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას შუა თითი აქციის მონაწილეებისთვისარ უჩვენებია.

კალაძემ, „ფორმულა“ „ფეიქნიუსის“ შექმნაში დაადანაშაულა.

„ამას დავარქმევდი სამარცხვინოების უმაღლეს წერტილს, ეს ნათელი მაგალითი თუ როგორ მზადდება „ფეიქნიუსები“, მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს, იმან ძალიან კარგად იცის, ეს ადამაინები აქ იმყოფებიან ახლა და თქვენ შეგეძლოთ მათთვის დაგესვათ კითხვა, თუ ვის მიმართ იყო, „ფეიკნიუსი“ მზადდება ასე. ეგ ჩემი საქმეა, ვის ვაჩვენე შუა თითი, თქვენი მხრიდან გაშუქებული, რომ თითქოს აქციის მონაწილეებს ვაჩვენე, ეს იყო არასწორი ინფორმაცია“, – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ამოვიღოთ ხუნდაძის განცხადებები, სულ წინააღმდეგი იყო”