შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 ივნისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 ივნისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. “თაიმერი” ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ

,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მე-2 ტურის მიმდინარეობის პროცესში, გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება მყისიერად მოახდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის 2 საქმეზე:
1. ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N37ა-ში არსებულ ჭადრაკის სასახლეში მდებარე N17 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით;
2. ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ბარამიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით;
აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში 10 ივნისს დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
ამ ეტაპზე დგინდება, რომ 9 ივნისს, თბილისში ჯამბულის ქუჩაზე მდებარე N14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 1986 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მოქალაქეებს.

ამ ეტაპზე, ფაქტის შესწავლით, არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მიმდინარეობს ინციდენტის შემსწრე პირთა გამოკითხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით აწარმოებს რამდენიმე ფაქტის შესწავლას. დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება.”-აცხადებენ შსს-ში

banner
წინა სტატიაშითაღლითობაში ბრალდებულ სიხუაშვილს კონტრაქტი გამოძიების მიმდინარეობისას გაუფორმეს
შემდეგი სტატია,,მდაბიოს ყველა მდაბიო ჰგონია!”-თამუნა ჯიქია ანი წითელაძეს პასუხობს