შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე მესტიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე მესტიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, გაატარონ „მესტია-ჭალა ჰესის“ კუთვნილი სპეცტექნიკა, რათა მოხდეს სამშენებლო მასალის დასაწყობება.

საბანაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა კომპანიას ამ ეტაპზე სამშენებლო ტექნიკის ჰესის ტერიტორიაზე შეყვანის საშუალებას მისცემს, თავად ჩაუდგება მოლაპარაკებას სათავეში, რომ კომპანიამ სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ დაიწყოს, ვიდრე ექსპერტების დასკვნა არ იქნება ცნობილი.

„უნდა მიეცეს საშუალება ამ მანქანებს, ჩამოცალოს სამშენებლო მასალები. ეს არ არის გადამწყვეტი ამ პროექტისთვის, გადამწყვეტია დიალოგი. სანაცვლოდ, თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს მშენებლობა უსაფრთხო იქნება სვანეთისთვის.ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ პროექტი უსაფრთხოა, ვიდრე სამშენებლო კომპანია ამ თემაზე კიდევ დამატებით ძალისხმევას არ ჩადებს, მშენებლობა არ გაგრძელდება“,- განაცხადა საბანაძემ.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებს ჯერ საბანაძის შემოთავაზებაზე პასუხი არ გაუციათ. კახაბერ საბანაძე უკვე მეორე დღეა მესტიაში შეხვედრებს მართავს.

მესტიის ცენტრში საპროტესტო აქცია გრძელდება. ​ორი დღეა მესტიაში ექვსი ცემენტმზიდი მანქანა დგას. მანქანებს გავლის საშუალებას აქციის მონაწილეები არ აძლევენ.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუში მოსწავლის შესაძლო სექსუალური შევიწროებისთვის 70 წლის მასწავლებელი დააკავეს
შემდეგი სტატია„სითი ინსტიტუტს“ გენერალური გეგმის სრულყოფისთვის ვადა პირველ ივნისამდე განესაზღვრა