ჩხოროწყუში მოსწავლის შესაძლო სექსუალური შევიწროებისთვის 70 წლის მასწავლებელი დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილი პედაგოგი, 70 წლის მამაკაცი, რომელსაც ამავე სკოლის ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, დაკავებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიმაკა დე ლამეიორი – „ახალი ტექნოლოგიებიდან ახალ ბიზნესმოდელებამდე“
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე მესტიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა