შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული HELP-ის დისტანციური სწავლების დახურვის ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და ევროპის
საბჭოს შესაძლებლობების განვითარებისა და თანამშრომლობის პროექტის მენეჯერი
– სეგოლენ ჩეშნაუ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული, HELP-ის
დისტანციური კურსის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ, ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურ საკითხებზე
ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიების
დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა როგორც
კურსის მონაწილეებს, ასევე, ევროპის საბჭოს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი
თანამშრომლობისთვის.

სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის იყო
განკუთვნილი. კურსის მიზანს წარმოადგენდა სამართალდამცველების ცოდნის და
კვალიფიკაციის გაუმჯობესება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებით არსებულ ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო
სტანდარტებზე.

სწავლების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურ საკითხებსა და იმ ღონისძიებებზე,
რომლებიც, ერთი მხრივ, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების პრევენციისთვის
და მეორე მხრივ, მათზე ეფექტიანი რეაგირებისთვისაა აუცილებელი.

აღნიშნული კურსი ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „ქალთა
მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და
გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ – ფარგლებში შემუშავდა.
პროექტი 2020 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური
თანამშრომლობით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი : ბოდიში და, არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა?