ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, უახლოეს მომავალში ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ ცხადია, გამოვიყენოთ ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილება ამ პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად. მამუკა ხაზარაძის გარდა, ფრაქციის სხვა წევრები მანდატის დატოვებას არ ვაპირებთ”- აცხადებს ფრაქციის წევრი სალომე სამადაშვილი.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს არის 33-ე დღე, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება საპატიმროში, შიმშილობს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება, ითქვას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ისტორიას არ რჩება დეტალები, არავის არ ემახსოვრება, რა ბრალდებებით არის დღეს დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიას შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და საფრთხე რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება.

მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისად, ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც დღეს ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. მერწმუნეთ, რომ ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს რესურსი, რომ გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ჩვენი დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით. ამიტომ, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფრაქცია დღეს აცხადებს, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას საქართველოს კონსტიტუციით და რეგლამენტით და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, ვიდრე სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს.

ფრაქციამ ოფიციალურად მიმართა ამის შესახებ დღეს პარლამენტს და მსურს, რომ ხელისუფლებამ ისევე როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას, როგორც ხელისუფლების მხრიდან ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- მადლობას ვუხდი ბორის ჯონსონს და ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული HELP-ის დისტანციური სწავლების დახურვის ღონისძიებას დაესწრო