“შიდა კვლევების მიხედვით, პარლამენტში 3 ძირითადი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთება”

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

შიდა კვლევებიც იმას გვიჩვენებს, რომ პარლამენტში 3 ძირითადი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთება. ამის შესახებ გადაცემა 2030-ში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

„მოსახლეობაში “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ მაღალია და შესაბამისად, მათ ზრდის პოტენციალი არ გააჩნიათ. ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, ხელისუფლების რეიტინგი იკლებს, “თავისუფალი დემოკრატების” ზრდის პოტენციალი კი, მზარდია. ჩვენი მთავარი პარტნიორი საზოგადოებაა. ამიტომ, მოსახლეობასთან აქტიურად ვმუშაობთ”, – განაცხადა დოლიძემ.

ვიქტორ დოლიძე NDI-ს კვლევის შედეგების ობიექტურობაში ეჭვი არ შეაქვს და თვლის, რომ კვლევაში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონი ბუნებრივად აისახა.

“კვლევებთან დაკავშირებით გარკვეული კრიტიკა ყოველთვის იყო, მაგრამ დღეს მათ ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს, რადგან ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი კვლევებში ბუნებრივად აისახა. ასევე ბუნებრივად აისახა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე დადებითი პროცესებიც. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა და სახეზეა საზოგადოების ერთგვარი იმედგაცრუება, რადგან ხალხმა პოლიტიკის მიმართ ნდობა დაკარგა,” – განაცხადა 2030-ში ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშისანკტ-პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში ორი მედდა მოკლეს
შემდეგი სტატიავლადიმირ გროისმანმა მინისტრთა კაბინეტში თითქმის ყველა პოზიცია შეათანხმა