სანკტ- პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში უცნობმა პირებმა ორი მედდა მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 3 ჯარისკაცია, რომლებიც მკურნალობას ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადიოდნენ. მკვლელობის შემდეგ სამივე მათგანი ჰოსპიტალიდან გაიქცა. ამჟამად ეჭვმიტანილებს პოლიციელები და სამხედროების ერთად ეძებენ. მათი ვინაობა არ მჟღავნდება. არსებული ინფორმაციით პოლიცია პირებს შეამოწმოს ადგილობრივი სასტუმროები და სადგურები.