ვლადიმირ გროისმანმა მინისტრთა კაბინეტში თითქმის ყველა პოზიცია შეათანხმა

უმაღლესი რადას სპიკერმა და პრემიერობის კანდიდატმა ვლადიმირ გროისმანმა უკრაინის მომავალ მინისტრთა კაბინეტში თითქმის ყველა პოზიცია შეათანხმა “რეფორმატორული ბირთვის” შენარჩუნებით. ამის შესახებ “ტვიტერში” მისი პრესმდივანი დმიტრი სტოიარჩუკი წერს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გროისმანს ხუთი მინისტრის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება. მთავრობაში თანამდებობებს დაიკავებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგნელებიც.

11 აპრილის საღამოს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გროისმანმა პრემიერობაზე უარი განცახდა, რადგან მინისტრბის კანდიდატურები ვერ შეათანხმა. ამის შესახებ “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” დეპუტატმა მუსტაფა ნაიომა განაცხადა, თუმცა მოგვიანებით ამავე ბლოკის წევრმა მაქსიმ კურიაჩიმ განაცხადა, რომ ნაიომმა გროისმანის გეგმებთან დაკავშირებით დასკვნები ნაჩქარევად გამოიტანა.

არსენი იაცენიუკმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 10 აპრილს განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“შიდა კვლევების მიხედვით, პარლამენტში 3 ძირითადი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთება”
შემდეგი სტატიამალხაზ ველიჯანაშვილი: პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა