,,მე შევთავაზე პარტიას ჩემი თავი და ეს იყო ჩემი ინიციატივა”

ელენე ხოშტარია:

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ელენე ხოშტარია, ,,არჩევანის” პირდაპირ ეთერში არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

მისი თქმით, მისი ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო საზოგადოებაში არსებული უიმედობა.

“ჩემი მოტივაცია, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება, იყო ის განცდა, რომელიც სუფევს საზოგადოებაში. პირველ რიგში განცდა უიმედობის და იმედგაცრუების. ეს განცდა ჩანს ადამიანებთან ურთიერთობისას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენ. ასევე, საკონსტიტუციო სასმართლოს და მედიის მიმართ დამოკიდებულება. მე შევთავაზე პარტიას ჩემი თავი და ეს იყო ჩემი ინიციატივა,“ – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშისენატის არჩევნებში მონაწილემ ობამას “ცხოველი” უწოდა
შემდეგი სტატია,,ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად შეიძლება, ქვეყანა დავაბრუნოთ სწორ გზაზე”