,,ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად შეიძლება, ქვეყანა დავაბრუნოთ სწორ გზაზე”

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ტუღუში, გადაცემა ,,არჩევანში” არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტია.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შექმნილი ვითარება შეიცვალოს. 2012 წლის შემდგე ყველა დაპირება გამოდგა აბსოლუტური ფარსი. დაიწყეს აქტიური დევნა პოლიტიკური ოპონენტების. ჩვენ ვიღებთ სურათს, როდესაც უნდათ, რომ დააკნინონ საკონსტიტუციო სასამართლო. ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც აერთიანებს ჩემს ბევრ თანამოაზრეს. ნაციონალურ მოძრაობას აქვს ხელისუფლებაში ყოფნის და ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილებაც. ვთვლი, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად შეიძლება, ქვეყანა დავაბრუნოთ სწორ გზაზე,“ – განაცხა გიორგი ტუღუშმა.

banner
წინა სტატიაში,,მე შევთავაზე პარტიას ჩემი თავი და ეს იყო ჩემი ინიციატივა”
შემდეგი სტატიამამაკაცმა რუმინეთის მთავრობის სახლის წინ თავის დაწვა სცადა