“შევალ ამ უწყებაში, რომელსაც მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ”- სუს-ში გამოკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ნათესავი მივიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ნათესავი გიორგი ოლქიევი მივიდა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა შვილმოკლულ მამასთან ერთად პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ კარავში იმყოფება. მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია კონკრეტულად რა საქმეზეა დაბარებული მოწმის სტატუსით, თუმცა არ გამორიცხავს რომ შეკითხვები გოგაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაუსვან:

„მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ, რაც ხდება, სავარაუდოდ, მაგასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული, მეტი დეტალები ჩემთვის უცნობია. შევალ ამ უწყებაში, რომელსაც მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ, ამ უწყებას არ ვენდობი და არც არასდროს ვენდობი. ამათ თავში რა ტრიალებს, რა აზრები ტრიალებს, არ ვიცი. სად აქვთ ჩანაწერები გაკეთებული, არ ვიცი, როდის აქვთ გაკეთებული ჩანაწერები, არ ვიცი. არასდროს არ ყოფილა ასეთი საუბარი ჩემი თანდასწრებით, მით უმეტეს იქ ქისტურ ენაზეა საუბარი, მე ეგ ენა არ ვიცი,“ – განაცხადა გიორგი ოლქიევმა.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციები საჭიროებს კანონმდებლობაში ასახვას
შემდეგი სტატიაბიზნესი ისე უნდა გადაეწყოს, რომ მათი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე 10%-ს აღარასდროს აჭარბებდეს – ფადი ასლი