ანრი ოხანაშვილი: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციები საჭიროებს კანონმდებლობაში ასახვას

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციები საჭიროებს კანონმდებლობაში ასახვას. აქედან გამომდინარე, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიგვიღია, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაანალიზებთ ყველა იმ საკითხს რაზეც გავცვალეთ პოზიციები, ისინი ასახვას ჰპოვებს პროექტში კანონპროექტის სახით“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის კომენტირებისას.

მისივე თქმით, გაიმართება სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით მოხდება პოზიციების გაზიარება და მთელ რიგ საკითხებზე საბოლოო შეთანხმება.

„რა თქმა უნდა, ამის შემდეგ დაიწყება საკომიტეტო განხილვა და ლოგიკურია, რომ საკითხების გადახედვის და ცვლილებების შესაძლებლობა იქნება. ამ ეტაპზე არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსების, უფასო საეთერო დროის და საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესება საჭიროა და ეს არის აშკარად გამოკვეთილი პოზიცია“, -აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯება – “ევროპული საქართველო” განცხადებას ავცელებს
შემდეგი სტატია“შევალ ამ უწყებაში, რომელსაც მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ”- სუს-ში გამოკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ნათესავი მივიდა