შეუსრულებელი ამბიციების გადაბრალება ადასტურებს, EU-ს გასაგებად მეტი დრო გინდათ – სტანო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანაშემწე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა განყოფილების წამყვანი სპიკერი და ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო ეხმაურება ქართული ოცნების წევრების მხრიდან საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართ რიტორიკას.

“საქართველო: ევროკავშირის რეფორმებისა და დღის წესრიგის განხორციელება არის ადგილობრიცი პოლიტიკოსების ამოცანა. შენს მიერ შეუსრულებელი ამბიციების სხვისთვის დაბრალება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გჭირდებათ მეტი დრო, რათა გაიგოთ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა ევროკავშირი-საქართველოს დასაკავშირებლად”. – წერს სტანო საკუთარ Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაში„ოცნება“ მამლის ყივილამდე და მამლის ყივილის შემდეგ, დღეში 9-ჯერ ცვლის მესიჯებს – ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიამე არაფერს აღვიქვამ პერსონალურად, წარმოვადგენ აშშ-ის პრეზიდენტსა და ხალხს, ბუნებრივია, პარტნიორობის დროს არის უთანხმოებები, თუმცა საუკეთესო გზაა პირადად განხილვა – დეგნანი