„ოცნება“ მამლის ყივილამდე და მამლის ყივილის შემდეგ, დღეში 9-ჯერ ცვლის მესიჯებს – ნაცვლიშვილი

„ხელისუფლება მშიშარა ადამიანებით არის დაკომპლექტებული“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლებამ სიმართლე უნდა ილაპარაკოს, რათა საკუთარ ტყუილებში არ აიხლართოს.

„თუ გინდა, რომ საკუთარ ტყუილებში არ აიხლართო, უნდა ილაპარაკო სიმართლე და როცა სიმართლეს ლაპარაკობ არ დაგავიწყდება რა ილაპარაკე და არ შეცვლი რიტორიკას.

„ქართული ოცნება“ მამლის ყივილამდე და მამლის ყივილის შემდეგ, დღეში 9-ჯერ ცვლის მესიჯებს. იმიტომ, რომ სიმართლეს ისინი ვერ ამბობენ და ეს არის მშიშარა ადამიანებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელსაც ბუჩქის უკან დამალულს შეუძლია ნებისმიერი სისაძაგლე და სისულელე დააბრალოს ვინმეს, მაგრამ პირისპირ როდესაც შეხვდება, მაშინვე ხდება ნაზი და ბუნჩულა“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიღომში დეველოპერული პროექტი „მწვანე ხეივანი“ ხორციელდება
შემდეგი სტატიაშეუსრულებელი ამბიციების გადაბრალება ადასტურებს, EU-ს გასაგებად მეტი დრო გინდათ – სტანო