შეუძლებელია პომპეოს ვიზიტმა პოზიტიური წვლილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალში არ შეიტანოს – გიორგი კანდელაკი

“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალში აუცილებლად დადებით წვლილს შეიტანს.

გიორგი კანდელაკის თქმით, აშშ-ის ინტერესია, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანა იყოს.

“ზალკალიანის პერსონა არის ქართული დიპლომატიის სირცხვილი, მთელი მისი მოღვაწეობა მინისტრის პოსტზე. შეუძლებელია, რომ შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტმა დადებითი, პოზიტიური წვლილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალში არ შეიტანოს. რატომ? – იმიტომ, რომ შეერთებული შტატების ინტერესია აქ იყოს თავისუფლება, რომ საქართველო იყოს მყარი, დემოკრატიული ქვეყანა. რაც მოხდა 31 ოქტომბერს დემოკრატიისგან ძალიან შორს არის,” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიპეკინის გამზირიდან ბალანჩივაძის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიააშშ-მ დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება – გია ხუხაშვილი მაიკ პომპეოს ვიზიტზე