აშშ-მ დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება – გია ხუხაშვილი მაიკ პომპეოს ვიზიტზე

რას უნდა უკავშირდებოდეს მაიკლ პომპეოს ასეთი სასწრაფო, დაუგეგმავი ვიზიტი საქართველოში?
საქმე იმაში გახლავთ, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ფრთხილად და აუჩქარებლად ამერიკული პოლიტიკა.
ამ მოცემულობაში ყველა დაინტერესებული მხარეს უწევს სწრაფი და არაორდინალური მოქმედებები, იმისათვის რომ გააფართოვოს, ან უარეს შემთხვევაში შეინარჩუნოს რეგიონში საკუთარი პოზიციები.
ჩემის აზრით, აშშ-მ დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება ერთადერთი შესაძლო მიმართულებით – საქართველო.
მაღალი ალბათობით, შემოთავაზებული იქნება ევრო-ატლანტიკურ სისტემაში ჩვენი დაჩქარებული ინტეგრაცია. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი დაიწყოს აშშ- ს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის რაღაც ფორმით სასწრაფო ფიქსაციაზე საქართველოში, მომავალში სამხედრო ბაზის დაანონსებით.
შედეგები კარგი ტესტი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის.
იმას მაინც გავიგებთ, რეალურად რა უნდათ.- წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშეუძლებელია პომპეოს ვიზიტმა პოზიტიური წვლილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალში არ შეიტანოს – გიორგი კანდელაკი
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი : უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო მდივანი უშუალოდ ოპოზიციისგან მოისმენს, რა ვითარებაა ქვეყანაში