შეწყალების კომისიაში ვანო მერაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, განცხადება არ შესულა

შეწყალების კომისიაში ამ ეტაპზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, განცხადება არ შესულა, შესაბამისად, კომისიას მისი საქმე არ განუხილავს.

ამის შესახებ შეწყალების კომისიის თამჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

ზვიად ქორიძის თქმით, პრეზიდენტმა სულ 111 პატიმარი შეიწყალა, მათგან 42 პატიმარი საპატიმროს დღესვე დატოვებს. პრეზიდენტმა არ შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ოპოზიცია მის შეწყალებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა
შემდეგი სტატიალევან იზორიამ ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა