ლევან იზორიამ ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წყნარი ოკეანის რეგიონიდან თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს პირველად მასპინძლობს. დღეს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კოლეგას ფიჯის რესპუბლიკიდან – რატუ ინოქე კუბუაბოლას შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის უწყებაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მხარეებმა საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებების შორის ორმხრივი თანამშრომლობის დაწყების საკითხები განიხილეს. გამოიყო ორმხრივი თანამშორმლობის პრიორიტეტები, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო წვრთნისა და განათლების სფეროში.

ფიჯის რესბუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გაუზიარეს და გლობალურ სამყაროში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილ წვლილზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

banner
წინა სტატიაშიშეწყალების კომისიაში ვანო მერაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, განცხადება არ შესულა
შემდეგი სტატია„გუშინდლამდე პოლიტიკური პარტიების აქციები არ ყოფილა”- სარალიძე პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს