შეტაკება პანკისის ხეობაში – ერთ-ერთი დაშავებული სპეცრაზმელი თბილისში გადმოიყვანეს

პანკისის ხეობაში, შეტაკებების დროს დაშავებული ერთ-ერთი სპეცრაზმელი, თბილისში გადმოიყვანეს. დაშავებული სამართალდამცავი მკურნალობას კახეთის კლინიკაში გადიოდა, თუმცა ის ცოტა ხნის წინ „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში მოათავსეს.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრი გუშინ პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავდა. მედიკოსების ინფორმაცით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები აქვს მიყენებული სამართალდამცველს, ექიმს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გუშინ, პანკისის ხეობაში მომხდარი შეტაკების შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა.

ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ.

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდ

banner
წინა სტატიაში,,ისინი იღებენ ხალხის ფულს მაგრამ ასრულებენ ჩინჩალაძის დავალებას”-გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე
შემდეგი სტატიამცდელობები მუდმივად რაღაც ქარიშხალი შექმნან ჭიქაში არის არარელევანტური-სოფო კილაძე იუსტიციის საბჭოს წევრების გაწვევის მოთხოვნას ეხმაურება